• პარ. აგვ 6th, 2021

ნოვაკ ჯოკოვიჩი დამარცხებულია – რაფაელ ნადალი რომის მასტერსის ჩემპიონი მეათედ გახდა

იტალიის დედაქალაქ რომში მიმდინარე საჩოგბურთო ტურნირზე ჩემპიონი ესპანელი რაფაელ ნადალი გახდა.

რომის მასტერსის ფინალში მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელ ნოვაკ ჯოკოვიჩსა და ATP-ს რეიტინგის მე-2 ჩოგან რაფაელ ნადალს შორის ტიტანთა ბრძოლა შედგა.

ნადალმა ჯოკოვიჩზე უკეთ იასპარეზა და მეტოქე 3-სეტში 7-5, 1-6, 6-3 დაამარცხა.

რაფაელ ნადალმა ფინალამდე 4 ბრძოლა მოიგო.
მან ერთმანეთის მიყოლებით საჩემპიონო გზიდან იტალიელი იანიკ სინერი, კანადელი დენის შაპოვალოვი, გერმანელი ალექსანდრ ზვერევი და ამერიკელი რეილი ოპელკა ჩამოიცილა.

რაფაელ ნადალმა რომის მასტერსი კარიერაში მეათედ მოიგო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.