• სექტემბერი 19, 2021 5:31 pm

ორდღიანი ბრძოლის შემდეგ ნოვაკ ჯოკოვიჩი რომის მასტერსის 1/2 ფინალში გავიდა

მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი რომის მასტერსის 1/2 ფინალში გავიდა.

ჯოკოვიჩისა და ბერძენ სტეფანოს ციციპასის 1/4 ფინალური დაპირისპირება ორ დღეს გაგრძელდა.
გუშინ შეხვედრა უამინდობის გამო შეწყდა და დღეს განახლდა.

საბოლოოდ, დრამატულ ბრძოლაში ბალკანელმა ჩოგბურთელმა ელადელ ვიზავის 3-სეტში 4-6, 7-5, 7-5 მოუგო.

რომის მასტერის 1/2 ფინალში ჩოგბურთელები ასე დაწყვილდნენ:
ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი) : ლორენცო სონეგო (იტალია)

რაფაელ ნადალი (ესპანეთი) : რეილი ოპელკა (აშშ)

1/2 ფინალური ბრძოლები 15 მაისს, გაიმართება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.