• კვი. აგვ 1st, 2021

სიმონა ჰალეპი მადრიდის მასტერს ელის მერტენსთან ბრძოლაში გამოეთიშა

მადრიდის მასტერსის 1/4 ფინალში თამაშის უფლება WTA-ს რეიტინგის მე-16 ჩოგანმა ელის მერტენსმა მოიპოვა.

ბელგიელმა მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი რუმინელი სიმონა ჰალეპი დაამარცხა.

მერტენსისა და ჰალეპის ორთაბრძოლა დაძაბული გამოდგა.
ბენელუქსელმა ლამაზმანმა მეტოქეს 3-სეტში 4-6, 7-5, 7-5 სძლია.

მადრიდის მასტერსის 1/4 ფინალში ელის მერტენსი ტურნირზე მე-5 ნომრად განთესილ ბელარუს ჩოგბურთელ არინა საბალენკას შეხვდება.

აღნიშნული დაპირისპირება 5 მაისს, შედგება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.