• სექტემბერი 16, 2021 9:17 pm

ჟოზე მაურინიო იტალიაში დაბრუნდა

პორტუგალიელი სპეციალისტი ჟოზე მაურინიო სამწვრთნელო კარიერას იტალიურ კლუბ ,,რომაში” გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

მაურინიო კონტრაქტზე ხელს ამ დღეებში მოაწერს. ხელშეკრულება ძალაში მომავალი სეზონიდან შევა.

მაურინიო იტალიაში 11-წლიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება.
პორტუგალიელი 2008–2010 წლებში სათავეში მილანის ,,ინტერს” ედგა, სადაც ყველა ტიტული მოიგო.
მაურინიომ ,,ინტერნაციონალესთან” ერთად ჩემპიონთა ლიგა, იტალიის ჩემპიონის ტიტული, იტალიის თასი და სუპერთასი მოიპოვა.

58 წლის ჟოზე მაურინიომ სამწვრთნელო კარიერა ,,ბენფიკაში” 37 წლის ასაკში დაიწყო.
სხვადასხვა დროის კი ,,უნაი ლეირიას”, ,,პორტუს”,
,,ჩელსის”, ,,ინტერის”, ,,რეალის” და ,,მანჩესტერ იუნაიტედის” მწვრთნელი იყო.
ბოლოს კი ,,ტოტენჰემ.ჰოსპურს” წვრთნიდა, საიდანაც არადამაკმაყოფილებელი შედეგის  გამო დროზე ადრე დაითხოვეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.