• კვი. აგვ 1st, 2021

ნიკოლოზ ბასილაშვილმა შვილს დაბადების დღე მიულოცა

ჩოგ­ბურ­თელ ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის შვი­ლი, ლუ­კა­სი 6 წლის გახ­და. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი “ფე­ის­ბუქ­ზე” წერს და შვილ­თან ერ­თად გა­და­ღე­ბულ ფო­ტოს აქ­ვეყ­ნებს.

“ჩემი ბიჭი 6 წლის გახ­და.მა­მი­კო, გი­ლო­ცავ”, – წერს ბა­სი­ლაშ­ვი­ლი.

ცნო­ბის­თვის, ბა­სი­ლაშ­ვილს ყო­ფილ ცოლ­თან, ნეკა დო­რო­ყაშ­ვილ­თან სკან­და­ლუ­რი დავა აქვს. ბა­სი­ლაშ­ვილ­სა და დო­რო­ყაშ­ვილს ერ­თა­დერ­თი ვაჟი, ლუ­კა­სი ჰყავთ, რო­მე­ლიც დე­დას­თან იზ­რდე­ბა.

ყო­ფილ­მა ცოლ­მა ბა­სი­ლაშ­ვი­ლი ძა­ლა­დო­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა, რის შემ­დე­გაც, ჩოგ­ბურ­თე­ლი და­ა­კა­ვეს, თუმ­ცა ნი­კო­ლო­ზი სა­სა­მარ­თლომ გი­რა­ო­თი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა. თა­ვად ბა­სი­ლაშ­ვი­ლი თავს უდა­ნა­შა­უ­ლოდ მი­იჩ­ნევს. საქ­მე­ზე სა­ბო­ლოო სა­სა­მარ­თლო გან­ხილ­ვა ჯერ არ გა­მარ­თუ­ლა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.