• ოთხ. მაი 12th, 2021

კახა კუჭავა: ,,ვულოცავ ნიკოლოზ ბასილაშვილს გამარჯვებას და გილოცავთ ყველას!”

საქართველოს პარლამენტის თავჯდომარემ კახა კუჭავამ ნიკოლოზ ბასილაშვილს მიუნხენის საჩოგბურთო ტურნირზე გამარჯვება მიულოცა.

კახა კუჭავა: ,,🇬🇪 ნიკოლოზ ბასილაშვილის კიდევ ერთი გამარჯვება საქართველოს სახელით!
ჩვენი ქვეყნის პირველი ჩოგანი მიუნხენის ღია პირველობის გამარჯვებული გახდა.
ვულოცავ ნიკოლოზს ამ გამარჯვებას და გილოცავთ ყველას!”- აცხადებს პარლამენტის თავჯდომარე.

ბასილაშვილმა ჩემპიონის ტიტული რამდენიმე საათის წინ მოიპოვა.
ქართველმა ჩოგბურთელმა ფინალში გერმანელი იან-ლენარ შტრუფი დაამარცხა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.