• ოთხ. მაი 12th, 2021

ეშლი ბარტიმ მადრიდის მასტერსზე 1/8 ფინალის საგზური მოიპოვა

ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში მიმდინარე საჩოგბურთო ტურნირზე მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელმა ეშლი ბარტიმ 1/16 ფინალური ბარიერი წარმატებით გადალახა.

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა სლოვენიელი ტამარა ზიდანშეკი 3-სეტში 6-4, 1-6, 6-3 დაამარცხა.
შეხვედრა 2 საათი გაგრძელდა.

ეშლი ბარტი ტურნირის 1/8 ფინალში 19 წლის პოლონელ ჩოგბურთელ იგა სვიატეკს შეხვდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.