• სექტემბერი 16, 2021 8:45 pm

მარიამ ბოლქვაძე ზაგრების ტურნირს დაემშვიდობა

ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე საჩოგბურთო ტურნირს 1/2 ფინალურ სტადიაზე გამოეთიშა.

ბოლქვაძისა და ესპანელი ჩოგბურთელის კრისტინა ბუჩას წყვილმა ფინალში გადასასვლელი შეხვედრა რუმინელ ანდრეა პრისაკარიუსა და სლოვენიელ ნიკა რადისიჩის დუეტთან დაძაბულ 2-სეტიან ორთაბრძოლაში 6-7, 5-7 წააგო.

23 წლის მარიამ ბოლქვაძე ამ დროის WTA-ს რეიტინგის 214-ე ჩოგანი გახლავთ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.