• კვი. აგვ 1st, 2021

მარიამ ბოლქვაძე ზაგრების ტურნირის 1/2 ფინალში გავიდა

მარიამ ბოლქვაძისა და ესპანელ კრისტინა ბუჩას წყვილმა ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე საჩოგბურთო ტურნირზე 1/2 ფინალის საგზური მოიპოვა.

ბოლქვაძე-ბუჩას დუეტმა ტურნირზე პირველ ნომრად განთესილ შვეიცარიელ ქსენია კნოლისა და რუმინელ ელენა გაბრიელა რუსეს ტანდემს სძლია

შეხვედრა მეორე სეტში ერთ-ერთი ჩოგბურთელის ტრავმის გამო იმ დროს შეწყდა, როდესაც ბოლქვაძის გუნდი 7-5, 4-1 იგებდა.

მარიამ ბოლქვაძე და
კრისტინა ბუჩას წყვილი 1/2 ფინალში რუმინელ ანდრეა პრისაკარიუსა და სლოვენიელ ნიკა რადისიჩის დუელს, 30 აპრილს დაუპირისპირდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.