• სექტემბერი 19, 2021 5:56 pm

მიუნხენის ტურნირის 1/8 ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია

გერმანიის ქალაქ მიუნხენში მიმდინარე საჩოგბურთო ტურნირის 1/8 ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი დანიელ ელაი გალან რივეროსს დაუპირისპირდება.

კოლუმბიელმა ჩოგბურთელმა შეჯიბრების პირველ წრეში ამერიკელ სებასტიან კორდას 2-სეტში 6-1, 7-6 სძლია.

რივეროსი ATP-ს რეიტინგის 115-ე ჩოგანი გახლავთ.
მას ნიკოლოზ ბასილაშვილი აქამდე არასდროს შეხვედრია.

ბასილაშვილისა და დანიელ ელაი გალან რივეროსის ორთაბრძოლა 29 აპრილს, შედგება.
ქართულ-კოლუმბიური დუელი თბილისის დროით 12:00 საათზეა დანიშნული.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.