• სამ. მაი 11th, 2021

რაფაელ ნადალმა კატალონია დაიპყრო

ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში საჩოგბურთო ტურნირი რაფაელ ნადალის ტრიუმფალური გამარჯვებით დასრულდა.

ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ჩოგბურთელს საკუთარი სახელობის კორტებზე ბერძენ სტეფანოს ციციპასთან ფინალში დიდი ბრძოლა გადახდა.

3-სეტიანი ორთაბრძოლა 3 საათი და 40 წუთი გაგრძელდა.
ნადალმა ელადელს მოწინაღმდეგეს 6-4, 6-7, 7-5 სძლია.

რაფაელ ნადალმა საჩემპიონო გზიდან ბელარუსი ილია ივაშკა, იაპონელი კეი ნიშიკორი, ბრიტანელი კამერონ ნორი და თანამემამულე პაბლო კარენო ბუსტა ჩამოიტოვა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.