• ნოემბერი 29, 2021 11:19 am

შტუტგარტის საჩოგბურთო ტურნირზე 1/4 ფინალისტები გამოვლინდნენ

გერმანიის ქალაქ შტუტგარტში მიმდინარე საჩოგბურთო ტურნირზე ყველა 1/4 ფინალისტი ცნობილია.

ბოლოს საუკეთესო 8 ჩოგბურთელთა შორის ადგილი სიმონა ჰალეპმა მოიპოვა.

მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა ჩეხი მარკეტა ვონდროუშოვა 2-სეტში 6-1, 6-3 დაამარცხა.
რუმინელს გამარჯვებისთვის, სულ რაღაც 57 წუთი დასჭირდა.

1/4 ფინალში ჩოგბურთელები ასე დაწყვილდნენ:
ეშლი ბარტი (ავსტრალია) : კაროლინა პლიშკოვა (ჩეხეთი) / ელინა სვიტოლინა (უკრაინა) : პეტრა კვიტივა (ჩეხეთი)

არინა საბალენკა (ბელარუსი) : ანეტ კონტავეიტი (ესტონეთი) / ანასტასია ალექსანდროვა (რუსეთი) : სიმონა ჰალეპი (რუმინეთი)

1/4 ფინალური შეხვედრები 23 აპრილს, შედგება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.