• სამ. მაი 11th, 2021

რაფაელ ნადალი ბარსელონას ტურნირის 1/4 ფინალში გავიდა

ATP-ს რეიტინგის მე-3 ჩოგანი რაფაელ ნადალი ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში მიმდინარე ტურნირის 1/4 ფინალში იასპარეზებს.

ნადალმა ტურნირზე მეორე გამარჯვება იაპონელ კეი ნიშიკორთან იზეიმა.

ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ჩოგბურთელმა ამომავალი მზის ქვეყნის შვილს 3-სეტში 6-0, 2-6, 6-2 სძლია.

რაფაელ ნადალი კატალონიურ კორტებზე მომდევნო შეხვედრას დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელ კამერონ ნორის შეხვდება.

ორთაბრძოლა 23 აპრილს, გაიმართება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.