• სამ. მაი 11th, 2021

რაფაელ ნადალი დამარცხდა – მონტე-კარლოს ტურნირზე 1/2 ფინალისტები გამოვლინდნენ

მონაკოს დედაქალაქ მონტე-კარლოში მიმდინარე საჩოგბურთო ტურნირს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელი რაფაელ ნადალი დაემშვიდობა.

ნადალმა რუს ანდრეი რუბლევთან 1/4 ფინალურ ეტაპზე წააგო.

რუბლევმა მრისხანე მეტოქეს 3-სეტში 6-2, 4-6, 6-2 სძლია.

მონტე-კარლოს ტურნირის 1/2 ფინალში ჩოგბურთელები ასე დაწყვილდნენ:

დანიელ ევანსი (დიდი ბრიტანეთი) : სტეფანოს ციციპასი (საბერძნეთი) / ანდრეი რუბლევი (რუსეთი) : კასპერ რუდი (ნორვეგია)

1/2 ფინალური შეხვედრები 17 მარტს, შედგება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.