• კვი. აგვ 1st, 2021

ეკატერინე გორგოძე და მარიამ ბოლქვაძე პორტუგალიაში მიმდინარე ტურნირს გამოეთიშნენ

პორტუგალიის ქალაქ ოეირასის საჩოგბურთო ტურნირზე გამოსვლა ქართველმა ჩოგბურთელებმა ეკატერინე გორგოძემ და მარიამ ბოლქვაძემ დაასრულეს.

გორგოძე ტრავმის გამო სლოვენიელ პოლონა ჰერცოგთან ვერ გამოცხადდა.
ტურნირზე პირველ ნომრად განთესილი ჰერცოგი შემდეგ ეტაპზე უბრძოლველად გავიდა.

მარიამ ბოლქვაძემ კი გერმანელ ჯული ნიემეიერთან პირველი სეტი პირწმინდად 0:6 წააგო.
შეხვედრა კი 0:6, 6-4, 4-6 დათმო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.