• სექტემბერი 16, 2021 10:21 pm

რაფაელ ნადალმა გრეგორი დიმიტროვი დაიბრიყვა

მონაკოს საჩოგბურთო ტურნირზე რაფაელ ნადალმა მეორე წრეც იოლად გაიარა.

ესპანელმა ჩოგბურთელმა ბულგარელ გრეგორი დიმიტროვს ჩოგბურთის უფასო მასტერკლასი ჩაუტარა.

ნადალმა მოწინააღმდეგე არ დაინდო და 2-სეტში 6-1, 6-1 მოუგო.
ATP-ს რეიტინგის კე-3 ჩოგანს გამარჯვების მოსაპოვებლად, სულ რაღაც 57 წუთი დასჭირდა.

რაფაელ ნადალი მონტე-კარლოს ტურნირის 1/4 ფინალში გავიდა და რუს ანდრეი რუბლევისა და თანამემამულე რობერტო ბაუტისტა-აგუტის ორთაბრძოლას დაელოდება.
მათში გამარჯვებულს კი 1/2 ფინალში გამსვლელ შეხვედრაში შეერკინება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.