• სამ. მაი 11th, 2021

სენსაცია მონტე-კარლოში – მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი მონაკოს დაემშვიდობა

მონაკოს დედაქალაქ მონტე-კარლოში მიმდინარე საჩოგბურთო ტურნირის 1/16 ფინალში სენსაცია დაფიქსირდა.

შეჯიბრებას მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგანი სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი გამოეთიშა.

ტურნირის ფავორიტად მიჩნეულმა ჯოკოვიჩმა დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელ დანიელ ევანსთან წააგო.

ევანსმა მრისხანე მოწონააღმდეგეს 2-სეტში 6-4, 7-5 სძლია.

დანიელ ევანსი მონტე-კარლოს ტურნირის 1/8 ფინალში ბელგიელ დავიდ გოფინს დაუპირისპირდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.