• სამ. მაი 11th, 2021

რაფაელ ნადალმა ფილიპ დელბონისს საჩოგბურთო გაკვეთილი ჩაუტარა

ATP-ს რეიტინგის მე-3 ჩოგანმა რაფაელ ნადალმა მონტე-კარლოს საჩოგბურთო ტურნირზე პირველი გამარჯვება იზეიმა.

ნადალმა არგენტინელი ფილიპ დელბონისი ყველა კომპონენტში დაჩაგრა და 1/16 ფინალური ბარიერი იოლად გადალახა.

პირინიელმა ჩოგბურთელმა სამხრეთ ამერიკელი ვიზავი 2-სეტში 6-1, 6-2 დაამარცხა.

ნადალი მონაკოს კორტებზე მომდევნო შეხვედრას ბულგარელ გრეგორი დიმიტროვთან 15 აპრილს, ჩაატარებს.

დიმიტროვმა პირველ წრეში ფრანგ ჯერემი შარდის 2-სეტში 7-6, 6-4 სძლია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.