• სექტემბერი 16, 2021 10:27 pm

მონტე კარლოს ტურნირზე ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი მონაკოში, მონტე-კარლოს ტურნირზე იასპარეზებს.

ბასილაშვილი შეჯიბრებას 1/32 ფინალიდან დაიწყებს.
ქართველის პირველი მოწინააღმდეგე სერბი ფილიპ კრაინოვიჩი იქნება.

ეს ჩოგბურთელები
ATP- ს რეიტინგში მეზობლად არიან.

ბასილაშვილი რეინტინგის 36-ე ჩოგანია, ხოლო კრაინოვიჩი 37-ე გახლავთ.

ქართულ-სერბული დაპირისპირება მონაკოს კორტებზე 13 აპრილს, შედგება.
ორთაბრძოლა 12:00 საათზე დაიწყება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.