• კვი. აგვ 1st, 2021

ნიკოლოზ ბასილაშვილმა სარდინიის ტურნირზე 1/2 ფინალის საგზური მოიპოვა

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი იტალიის კუნძულ სარდინიაში მიმდინარე ტურნირის 1/2 ფინალში გავიდა.

ბასილაშვილმა 1/4 ფინალური ბარიერი გერმანელ იან-ლენარდ შტრუფთან გამარჯვების შემდეგ გადალახა.

ქართველმა ჩოგბურთელმა მეტოქეს დაძაბულ 3-სეტიან ბრძოლაში 7-5, 4-6, 6-3 მოუგო.

ნიკოლოზ ბასილაშვილი კალიარის კორტებზე 1/2 ფინალურ შეხვედრას 10 აპრილს, ATP-ს რეიტინგის 58-ე ჩოგან სერბ ლასლო ჯერესთან ჩაატარებს.

ქართულ-სერბული დაპირისპირება სტარტს, 15:30 აიღებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.