ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე შვეიცარიის ქალაქ ბელინცონაში მიმდინარე ტურნირის 1/4 ფინალში გავიდა.
ტურნირის საუკეთესო 8 ჩოგბურთელს შორის ადგილი გორგოძემ კვიპროსელ რალუკა ჯორჯიანა სერბანთან გამარჯვების შემდეგ მოიპოვა.
ქართველმა მეტოქეს 3-სეტში 6-2, 6-7, 6-1 სძლია.
ეკატერინე გორგოძე 1/4 ფინალში იტალიელ ბიანკა ტურატის შეხვდება.
ქართველი ჩოგბურთელი ბელინცონას ტურნირზე 1/16 ფონალიდან ჩაერთო. მან პირველ წრეში ლინხტენშტეინელი კატინკა ვონ დიჩმანი დაამარცხა.
1/8 ფინალში კი იტალიელ მარტინა დი ჯუზეპეს მოუგო.