• ოთხ. აპრ 14th, 2021

ნიკოლოზ ბასილაშვილი სარდინიის ტურნირის 1/4 ფინალში გავიდა

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი კუნძულ სარდინიის ქალაქ კალიარი მიმდინარე ტურნირის 1/4 ფინალში გავიდა.

ბასილაშვილმა 1/8 ფინალში ATP-ს რეიტინგის 128-ე ჩოგან სლოვაკ ჯოსეფ კოვალიკთან დიდი ბრძოლა გადაიტანა.

3-საათიან დრამატულ დაპირისპირებაში ჩვენებურმა 3-სეტში 4-6, 6-4, 7-5 მოიგო.

ნიკოლოზ ბასილაშვილი სარდინიის ღია პირველობის 1/4 ფინალურ შეხვედრას გერმანელ იან-ლენარდ შტრუფთან ჩაატარებს.

ქართულ-გერმანული დუელი 9 აპრილს, 13:00 საათზეა დაგეგმილი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.