• კვი. აპრ 11th, 2021

ეშლი ბარტი მაიამის ტურნირის ჩემპიონი გახდა

მაიამის ღია პირველობა WTA-ს რეიტინგის პირველი ჩოგანის ეშლი ბარტის ტრიუმფით დასრულდა.

ავსტრალიელმა ჩოგბურთელმა გადამწყვეტ ორთაბრძოლაში კანადელ ბიანკა ვანესა ანდრეესკუს სძლია.

ფინალური ორთაბრძოლა კანადელი ჩოგბურთელის ტრავმის გამო მე-2 სეტში იმ დროს შეწყდა.
იმ დროს ბარტი მეტოქეს 6-3, 4-0 ამარცხებდა.

მაიამის ტურნირზე ეშლი ბარტიმ საჩემპიონო მარათონში გზიდან სლოვაკი კრისტინა კუცოვა, ლატვიელი ელენა ოსტაპენკო, ვიქტორია აზარენკა, არინა საბალენკა და ელინა სვიტოლინა ჩამოიტოვა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.