• ნოემბერი 29, 2021 10:55 am

ბიანკა ვანესა ანდრეესკუ მაიამიში ჩემპიონობისთვის იბრძოლებს

კანადელმა ჩოგბურთელმა ბიანკა ვანესა ანდრეესკუმ მაიამის ღია პირველობაზე ფინალის საგზური მოიპოვა.

WTA-ს რეიტინგის მე-9 ჩოგანმა 1/2 ფინალურ დაპირისპირებაში ბერძენ მარია საკარის სძლია.

ანდრეესკუმ ელადელი ვიზავი დრამატულ 3-სეტიან ბრძოლაში 7-6, 4-6, 7-6 დაამარცხა.

ბიანკა ვანესა ანდრეესკუ მაიამის კორტებზე გადამწყვეტ ორთაბრძოლას მსოფლიოს პირველ ჩოგან ავსტრალიელ ეშლი ბარტისთან ჩაატარებს.

მაიამის ტურნირის ფინალი 4 აპრილს, არის დანიშნული.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.