• შაბ. ივლ 31st, 2021

რობერტო ბაუტისტა-აგუტმა რუს დანილ მედვედევს აჯობა

მაიამის საჩოგბურთო ტურნირს 1/4 ფინალურ ეტაპზე ATP-ს რეიტინგის მე-2 ჩოგანი რუსი დანილ მედვედევი გამოეთიშა.

სლავმა ჩოგბურთელმა ესპანელი რობერტო ბაუტისტა-აგუტთან ვერაფერი გააწყო და საათნახევარში წააგო.

პირინეელმა ფავორიტად მიჩვეული მოწინააღმდეგე 2-სეტში 6-4, 6-2 დაამარცხა.

რობერტო ბაუტისტა-აგუტიმ 1/2 ფინალის საგზური მოიპოვა. იქ კი 3 აპრილს, იტალიელ იანიკ სინერს დაუპირისპირდება.

აპენინელმა ჩოგბურთელმა მაიამის ტურნირის საუკეთესო ოთხეულში ადგილი ყაზახ ალექსანდერ ბუბლიკთან გამარჯვების შემდეგ მოიპოვა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.