• ოთხ. აპრ 14th, 2021

ნაომი ოსაკამ გამარჯვება იზეიმა – მაიამის ტურნირზე ყველა 1/4 ფინალისტი გამოვლინდა

აშშ-ში მიმდინარე მაიამის საჩოგბურთო ტურნირზე 1/4 ფინალისტები გამოვლინდნენ.

WTA-ს რეიტინგის მე-2 ჩოგანმა იაპონელმა ნაომი ოსაკამ ბელგიელ ელის მერტენსს გართულების გარეშე სძლია.

ამომავალი მზის ქვეყნის შვილმა ბენელუქსელ ვიზავის 2-სეტში 6-3, 6-3 მოუგო.

1/4 ფინალში ჩოგბურთელები ასე დაწყვილდნენ:
ეშლი ბარტი (ავსტრალია) : არინა საბალენკა (ბელარუსი) / ანასტასია სევასტოვა (ლატვია) : ელინა სვიტოლინა (უკრაინა)

ბიანკა ვანესა ანდრეესკუ (კანადა) : სარა ტორიბეს ტორნო (ესპანეთი) / მარია საკარი (საბერძნეთი) : ნაომი ოსაკა (იაპონია)
.
1/4 ფინალური შეხვედრები 30 და 31 მარტს, გაიმართება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.