• შაბ. აპრ 17th, 2021

ბასილაშვილი მაიამიში ითამაშებს – წილისყრის შედეგები ცნობილია

საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი აშშ-ში იმყოფება და მიმდინარე კვირაში მაიამის პრესტიჟულ ტურნირში ჩაებმება, რომლის საპრიზო ფონდიც 4 299 205 დოლარია.

 

ბასილაშვილი MIAMI OPEN PRESENTED BY ITAU-ზე 27-ე ნომრადაა განთესილი და პირველ წრეში დაისვენებს, მე-2 რაუნდში კი შვედ მიკაელ იმერსა და კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულს შორის უმჯობესს ეთამაშება. თუკი ყველაფერი ლოგიკურად წარიმართა, ნიკოლოზს სერიოზული დაპირისპირება ელის 1/16-ფინალში, სადაც მისი სავარაუდო მეტოქე მე-3 განთესვის მქონე გერმანელი ალექსანდერ ზვერევი იქნება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.