• სექტემბერი 16, 2021 8:55 pm

მაიამის ტურნირზე ლეგენდები არ ითამაშებენ

აშშ-ში კერძოდ, მაიამიში სტარტი საჩოგბურთო ტურნირმა აიღო.

ამ ეტაპზე საკვალიფიკაციო ეტაპის ორთაბრძოლები მიმდინარეობს. 24 მარტს, კი საქმეში ძირითად, ბადეში მოხვედრილი ჩოგბურთელები ჩაებმევიან.

ტურნირზე ლეგენდარული ჩოგბურთელები როჯერ ფედერერი, რაფაელ ნადალი და ნოვაკ ჯოკოვიჩი არ იასპარეზებენ.

მაიამის ღია პირველობაზე პირველ ნომრად, განთესილი რუსი დანილ მედვედევი იქნება.
სლავმა ჩოგბურთელმა კარიერაში საუკეთესო შედეგს მიაღწია და რამდენიმე კვირის წინ
ATP-ს რეიტინგში მე-2 ადგილზე აღზევდა.

მაიამიში ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილიც გამოვა.
ბასილაშვილი ტურნირზე პირველ შეხვედრას 24 მარტს, ჩაატარებს.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.