• შაბ. აპრ 17th, 2021

“60 000 ევრო შემომთავაზეს, რათა ნოვაკ ჯოკოვიჩი მეცდუნებინა” – სკანდალი სერბეთში

 

“60 000 ევრო შემომთავაზეს, რათა ნოვაკ ჯოკოვიჩი მეცდუნებინა” – სკანდალი სერბეთში

თარიღი: მარტი 21, 2021

 

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა მარტის დასაწყისში ლეგენდარული როჯერ ფედერერის რეკორდი დაამხო და მას მსოფლიო რეტინგის სათავეში გატარებული კვირის რაოდენობით (310) გადაასწრო. ამ ფაქტის აღსანიშნავად, სერბმა სპორტსმენმა წვეულების მოწყობა გადაწყვიტა. როგორც მოგვიანებით, ჟურნალმა Svet & Scandal-მა გაარკვია, ამ წვეულების დროს, კონკრეტული პიროვნება ცდილობდა, რომ ჯოკოვიჩის ოჯახი დაენგრია და მისი კარიერისათვის საფრთხე მიეყენებინა.

 

ჟურნალის ცნობით, ერთ-ერთმა მდიდარმა პიროვნებამ ინგლისიდან მოდელის დაქირავება სცადა. მოდელ ნატალია შჩეკიჩს ნოვაკ ჯოკოვიჩი უნდა ეცდუნებინა, რათა მასთან ერთად ღამე გაეტარებინა.

 

ამ ამბის შესახებ თავად ნატალია შჩეკიჩმა ისაუბრა:

 

“მართალია, მამაკაცი დამიკავშირდა. მას ვიცნობდი და სერიოზულ პიროვნებად მივიჩნევდი. ვიცოდი, რას საქმიანობდა. როცა მან შეხვედრა შემომთავაზა, მეგონა, ეს ბიზნესსაქმიანობას უკავშირდებოდა. თუმცა, საუბრისას უკვე მივხვდი, რომ ამას ჩემ ცხოვრებასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. მითხრა, რომ ნოვაკი უნდა მეცდუნებინა და ამის ამსახველი ვიდეო გადამეღო. ის ამაში 60 000 ევროსა და ნებისმიერ ადგილას მოგზაურობას მთავაზობდა. გამეცინა და მეგონა, მეტყოდა, რომ ეს ხუმრობა იყო, თუმცა ის სერიოზულად საუბრობდა. თავი შეურაცხყოფილად ვიგრძენი.

 

მინდოდა, მისთვის სახეში წყალი შემესხა, მაგრამ საზოგადოებრივ სივრცეში ვიმყოფებოდით. შეხვედრა დავტოვე. იმედი მაქვს, მან არ იპოვა ვინმე ისეთი, ვინც ამ წინადადებაზე დათანხმდა, რადგან ნოვაკი ამას არ იმსახურებს. ის ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ელჩი და სამაგალითო ადამიანია”, – განაცხადა მოდელმა Svet & Scandal-თან ინტერვიუში.

 

შეგახსენებთ, რომ 33 წლის ნოვაკ ჯოკოვიჩს მეუღლე და ორი შვილი ჰყავს.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.