• კვი. აპრ 11th, 2021

ვის ხვდება ნიკოლოზ ბასილაშვილი ნახევარ ფინალიში?

დოჰაში მიმდინარე 250-ქულიან ტურნირზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა ქართული ჩოგბურთის ისტორია კიდევ ერთხელ დაწერა – ქართველმა ჩოგბურთელმა ლეგენდარული როჯერ ფედერერი დაამარცხა.

1/2 ფინალში ერთმანეთს ტეილორ ფრიცი და ნიკოლოზ ბასილაშვილი დაუპირისპირდება.

აქამდე ტეილორ ფრიცსა და ნიკოლოზ ბასილაშვილს შორის ერთი ურთიერთშეხვედრაა გამართული, სადაც 23 წლის ამერიკელმა ქართველი ოპონენტი 3-სეტში, ანგარიშით – 6:3; 3:6; 6:1 დაამარცხა. შეხვედრა 2017 წელს ჩინეთში, ჰარდის საფარზე შედგა.

 

ტეილორ ფრიცის მაქსიმალური სარეიტინგო პოზიცია 24-ე საფეხური გახლდათ, რაც შეეხება ნიკოლოზ ბასილაშვილის კარიერის პიკს, ის 2019 წელს, მსოფლიო რეიტინგის მე-16 ნომერი გახლდათ.

ბასილაშვილისა და ფრიცის შეხვედრა 12 მარტს, თბილისის დროით 20:30 საათზეა ჩანიშნული.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.