• კვი. აპრ 11th, 2021

ერმილე ნემსაძის პასუხი ბაია პატარაიას ნიკოლოზ ბასილაშვილის გუშინდელი გამარჯვების შემდეგ.

ნიკოლოზ ბასილაშვილის გუშინდელმა წარმატებამ – ჩოგბურთის მაესტრო როჯერ ფედერერთან, მთელი სოც ქსელი დაიპყრო, სადაც დადებითი მუხტის პარარელურად გაჩნდა შემდეგი განცხადებები.
გთავაზობთ უცვლელად.
“კაცების კაცის” ტიტულიც დაიმსახურა ცოლის მცემელმა კაცმა ერთი მატჩით. სპორტული აღტყინება რომ კაცებზე იდიოტურად მოქმედებს, ეს ხომ უკვე ვთქვი.
ვის რაში აინტერესებს, ცოლს რომ სცემა ბასილაშვილმა, ბრალი რომ დაუმძიმდა გამოძიების მსვლელობისას, შემაკავებელი ორდერი რომ ნაღდად გამოწერილია მასზე და ეს მაინცაა უკვე სასამართლოთი დადასტურებული…
ეჰჰჰ… არაფერი ესმით კაცებს “კაცობისა” ამ ქვეყანაში. – წერს მის ბლოგზე ქალთა უფლებების დამცველი ბაია პატარაია.
ბაია პატარაიას ერმილე ნემსაძე, ,,ქართული მარში”-ს წარმომადგენელი ემხიანება სოციალურ ქსელში.
-მინდა სრულიად საქართველოს მიულოცო ნიკოლოზ ბასილაშვილის ისტორიული გამარჯვება ჩოგბურთის ლეგენდა როჯერ ფედერერზე.
სპორტი ადამიანს გავიწყებს ცხოვრებისეულ სიმძიმეს და ბედნიერების გრძნობას გძენს, ეროვნულ სიამაყეს გიღვიძებს და მომავლის იმედით ივსები.
არ მგონია თუ ადამიანი ნორმალურია მას ასეთ დროს არ უხაროდეს თანამემულის წარმატება, თუმცა ბუნებაში არსებობენ ისეთი მახინჯი ქმნილებები როგორებიც არიან “ქართველი ფემინისტები” ორგანიზაცია “ფუჩუს” სახელწოდებით, რომელსაც ისეთი უსახური ქმნილება სარდლობს, როგორიც ბაბუცა პატარაიაა, რომელიც თანამემამულის ამ დიდ გამარჯვებას ბოღმით და გესლით მოიხსენიებს.
რას იზამ სამყაროში კობრა, გიურზა, პირანია, ჯვრიანი შხამიანი ობობა და სხვა მრავალი საზიზღარი არსება არსებობს ასეთია ბაბუცა და მისი ორგანიზაცია ფუჩუც.
PS: იკივლე ჩემო ბაბუცა და აკივლე შენი ორგანიზაცია “ფუჩუც”, დაბლოკილი გყავარ და შეიძლება ვერ წაიკითხო მაგრამ ამბავს მოგიტანენ. “ვაი თქვენ და ვირის კუტუ, ადამიანის ღირსი მაინც არ ხართ”.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.