• კვი. აპრ 11th, 2021

საუკუნის გამარჯვება – ბასილაშვილმა ფედერერი დაამარცხა

ნიკოლოზ ბასილაშვილმა დოჰას ტურნირის მეოთხედფინალში ისტორიული გამარჯვება მოიპოვა.

 

ქართველმა ჩოგბურთელმა ლეგენდარული როჯერ ფედერერი 3 სეტში – 3:6; 6:1; 6:4 დაამარცხა.

 

ნიკოლოზმა პირველი სეტის წაგების შემდეგ, საოცარი თამაში აჩვენა – ის გენიალურ ჩოგბურთელს არათუ ჩამორჩებოდა, არამედ უმეტეს ეპიზოდებში სჯობდა კიდეც.

 

ბასილაშვილმა როჯერის წინააღმდეგ 3 ბრეიკ პოინტის მოპოვება მოახერხა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.