• კვი. აპრ 11th, 2021

ბასილაშვილმა წყვილებში ვეღარ იმარჯვა

დოჰაში მიმდინარე ტურნირზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა ერთეულთა თანრიგში გამარჯვების შემდეგ, წყვილთა გათამაშებაში გამარჯვების მოპოვება ვეღარ შეძლო. ბასილაშვილი ყაზახ ალექსანდრ ბუბლიკთან იყო შეამხანაგებული და ქართულ-ყაზახური დუეტი ტურნირს 1/8-ში გამოეთიშა.

არაბთა გაერთიანებულ საემიროებში წყვილთა ტურნირს ადრიანად გამოეთიშა ოქსანა კალაშნიკოვა, რომელიც ბელარუსს მაროზოვასთან ერთად ვერაფერს გახდა ნიკულესკუ-პოტაპოვას დუეტთან (6-7;6-0;10-6). ამავე ეტაპზევე გამოეთიშა ტურნირს რუსეთის სახელით მოასპარეზე ქართველი ნათელა ძალამიძე. ძალამიძე და მისი მეწყვილე ჩინელ ჩოგბურთელებს დაუპირისპირდნენ და ორ სეტში 6-3, 6-0 დამარცხდნენ.

კიდევ ერთმა ქართველმა, რომელიც ძალამიძის მსგავსად რუსეთის სახელით ასპარეზობს, სანქტ-პეტერბურგის ტურნირზე 1/16-ში თურქ ჩელიკბილეკთან დამარცხდა. საუბარია ვეტერან თეიმურაზ გაბაშვილზე, რომელიც უკვე 35 წლისაა და ATP-ს რეიტინგში 250-ე პოზიციაზე იმყოფება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.