ნიკოლოზ ბასილაშვილი წარმატებით თამაშს აგრძელებს. 28 წლის ჩოგბურთელმა ანტალიის საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 361 800 ევრო) ერთეულთა ბადეში მეორე შეხვედრაც მოიგო და მეოთხედფინალში გააღწია.

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილმა, რომელიც ATP-ის რეიტინგში მე-40 პოზიციაზეა, ტურნირის პირველ წრეში იტალიელ ანდრეა არნაბოლდის სამ სეტში სძლია და 11-მატჩიანი წარუმატებელი სერია დაასრულა. ამჯერად ნიკამ თურქ ალტუგ ჩელიკბილეკს (309-ე) აჯობა და ამისთვის საათი და 34 წუთი დასჭირდა.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ