გუშინ რამდენიმე ქართველი ჩოგბურთელი გამოვიდა კორტზე. ქართველთათვის მთავარი ტურნირი საბერძნეთში ქალაქ ჰერაკლიონში მიმდინარეობს, სადაც ნაადრევად დაასრულა ასპარეზობა ზოია ქარდავამ, რომელიც ორ სეტში (6-0,6-3) დამარცხდა ბერძენ საკელარიდთან. აქვე გეტყვით რომ ქარდავა WTA-ს რეიტინგში 1097-ე საფეხურს იკავებს. სამაგიეროდ ქარდავასა და სოფიო შაფათავას დუეტმა 7-5,7-5 დაამარცხა შვეიცარიულ-იტალიური დუეტი და ჰერაკლიონის წყვილთა ტურნირზე 1/4-ში გავიდა.

აქვე გეტყვით კიდევ ერთი ჩოგბურთელის შესახებაც. რუსეთის სახელით მოასპარეზე თეიმურაზ გაბაშვილი აშშ-ს ტურნირზე ადგილორივ მაკკენზი მაკდონალდთან 6-2,6-1 განადგურდა და გათამაშებას ნაადრევად დაემშვიდობა.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ