• კვი. აპრ 11th, 2021

ბრწყინვალე გამარჯვება – ილია სულამანიძე ევროპის ჩემპიონია !

ილია სულამანიძემ ახალგაზრდებს შორის ტიტული შეინარჩუნა და ევროპის ჩემპიონი გახდა.

 

ხორვატიაში მიმდინარე კონტინეტის პირველობაზე 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში თურქი მერტ სისმანლარი იოლად დაამარცხა.

ფინალამდე ქართველმა ფალავანმა ორი დაპირისპირება გამართა და ორივეში იპონით იმარჯვა. ილიამ პირველ წრეში ფრანგი კენი ლივეზი დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში შვეიცარიელ დანიელ ეიხს აჯობა.

აღსანიშნავია, რომ 100 + კილოში ტურნირის პრიზიორი საბა ინანეიშვილიც გახდა. მძიმეწონოსონმა ხორვატიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მედლისთვის ბრძოლაში ქართველმა ფალავანმა პოლონელი ვოიჩეხ კორდალიკი დაამარცხა.

დღესვე, ბრინჯაოს მოგება მიხეილ ბექაურს შეეძლო, მაგრამ რუს მანსურ ლორსანოვთან წააგო.

ცნობისთვის, საქართველოს დელეგაციამ ევროპის ჩემპიონატი სამი მედლით დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ ტურნირის პირველ დღეს 66 კილოში ვერცხლის მედალი ლუკა კაპნაძემ დაისაკუთრა.

ხორვატიაშივე 9-10 ნოემბერს ევროპის ჩემპიონატი 23 წლამდელებს შორის გაიმართება.

საქართველოს ნაკრები კონტინეტის პირველობაზე უძლიერესი შემადგენლობით გამოვა.

საქართველოს 23 წლამდე ნაკრები ასე გამოიყურება :

60 კგ. – თემურ ნოზაძეჯაბა პაპინაშვილი

66 კგ. – ბაგრატ ნინიაშვილიგიორგი თუთაშვილი

81 კგ. – ტატო გრიგალაშვილი

90 კგ. –  ლუკა მაისურაძე;ლაშა ბექაური

100 კგ. – ონისე სანებლიძე

+ 100 კგ. – გელა ზაალიშვილი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.