• ოთხ. აპრ 14th, 2021

ნინო ოძელაშვილი და ელენე ქებაძე მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ

ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანში ამ ქვეყნის ეროვნულ ჭიდაობა კურეშში მსოფლიოს ჩემპიონატი ჩატარდა.

პლანეტის პირველობაზე ქართველებმა შესანიშნავად იასპარეზეს და ჯამში 7 სინჯის მედალი მოიპოვეს

2 ოქრო, 4 ვერცხლი, 1 ბრინჯაო.

მსოფლიოს ჩემპიონატზე სამბისტებმა ნინო ოძელაშვილმა და ელენე ქებაძემ ოქროს მედლები მოიპოვეს.

ჩემპიონობამდე ერთი ნაბიჯი მინდია ლილუაშვილს, თორნიკე ჯუღელს, გიორგი კობაიძე და დავით რაზმაძეს  დააკლდათ. ისინი ვერცხლის მედლებს დასჯერდნენ.

სამბოში მსოფლიოს 6-გზის ჩემპიონი ლეგენდარული ვახტანგ ჩიდრაშვილი ყაზახურ ტურნირზე ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.