ირანული გამოცემები სულისშემძვრელ ინფორმაციას აქვეყნებენ.
27 წლის ირანელ მოჭიდავეს, ნავიდ აფკარის სასამართლომ სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. გარდა ამისა, სასჯელის აღსრულებამდე მას 74-ჯერ გაროზგავენ.
წყაროს ცნობით, ასეთი მკაცრი სასჯელის მიზეზი 3 წლის წინ საპროტესტო აქციებში მონაწილეობის მიღება გახლავთ.
ნავიდი ირანის მოჭიდავეთა ნაკრების წევრია და კარიერაში არაერთი ჯილდო მიუღია.