• ოთხ. აპრ 14th, 2021

პოლიციამ დაღუპული მოჭიდავის გვამი აღმოაჩინა

ქალაქ ლოს-ანჯელისის პოლიციამ დაღუპული მოჭიდავის შედ გასპერის ცხედარი აღმოაჩინა. რამდენიმე დღის წინ სპორტსმენი ოკეანის მოქცევისას გარდაიცვალა.

გასპერი ტალღამ გაიტაცა და მას შემდეგ უშედეგოდ ეძებდნენ. ორგანოებმა იგი დაღუპულად სწრაფადვე შერაცხეს.

39 წლის სპორტსმენი ოკეანის სანაპიროზე ოჯახთან ერთად იმყოფებოდა. ტალღამ თავდაპირველად მისი შვილი წაიღო. საბოლოოდ მაშველებმა ბავშვის გადარჩენა მოახერხეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.