• ოქტომბერი 26, 2021 10:30 pm

კიდევ 2 ოქრო – სულამანიძე და ინანეიშვილი მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ

იტალიიში ძიუდოს ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ილია სულამანიძემ (100 კგ) და საბა ინანეიშვილმა (+100 კგ) ოქროს მედლები მოიპოვეს, ხოლო ირაკლი დემეტრაშვილი (+100 კგ)ბრინჯაოს დაეუფლა.

 

სულამანიძე პირველ წრეში თავისუფალი იყო, შემდეგ კი კი გერმანიის სახელით მოასპარეზე გიორგი უძილაურს, მიხეილ ჯაფარიძეს და რუს მატვეი კანიკოვსკის სძლია, ხოლო ფინალში უზბეკი სუხრობ რაჯაბოვი ვაზარით დაამარცხა.

ინანეიშვილი პირველ წრეში თავისუფალი იყო, მეორე წრიდან მოყოლებული კი უკრაინელი სერგეი კოვბასიუკი, ბელგიელი ივ ნდაო, უზბეკი შოხრუხ მამარასულოვი დაამარცხა, ფინალში კი უნგრელ რიჩარდ შიპოჩს დამატებით დროში

ვაზარით სძლია.

დემეტრაშვილმა უკრაინელი ოლექსეი ჰალაკასა და გვინეელი მუსტაფა ფოფანა დაამარცხა, მეოთხედფინალი სიპოშთან დათმო, რეპეშაჟში ბრაზილიელი დანიელ ლემეშ და სილვა დაამარცხა და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა უზბეკ ოხრუხ მამარასულოვს იპონით მოუგო.

 

შეგახსენებთ, ტურნირზე ოქროს მედლები გიორგი შერაზადიშვილმა (81) და იორგი სარდალიშვილი (60 კგ) მოიპოვეს.

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.