• კვი. აპრ 11th, 2021

ქართული ჭიდაობის პრეზიდენტად გელა ბერუაშვილი აირჩიეს

რამდენიმე წუთის წინ ,,დიდუბე პლაზაში“ ქართული ჭიდაობის ფედერაციის საარჩევნო ყრილობა დასრულდა.

ქართული ჭიდაობის დელეგატებმა ფედერაციის პრეზიდენტად მესამე ვადით გელა ბერუაშვილი აირჩიეს.

ბერუაშვილს ხმა 37-მა დელეგატმა მისცა.
მისმა კონკურენტმა ვალერი პარუნაშვილმა ვერცერთი დელეგატის მხარდაჭერა ვერ მოიპოვა.

ბერუაშვილმა არჩევნების დასრულების შემდეგ მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა.

,,მადლობა ყველა დელეგატს, რომლებმაც ჩემს კანდიდატურას მხარი ერთხმად, დაუჭირა.

ჩვენი მიზანი ქართული ჭიდაობის კიდევ უფრო პოპულარიზაცია და საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანებაა. მიუხედევად რთული პანდემიური მდგომარეობისა, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რაც შეიძლება მეტი შიდა ტურნირი ჩავატაროთ და ვუმასპინძლოთ საერთაშორისო შეჯიბრებებს“- აცხადებს გელა ბერუაშვილი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.