• კვი. აპრ 11th, 2021

პ.ს.რ ტესტირება აუცილებელია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია სპორტსმენებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს პირველობასთან დაკავშირებით (ახალგაზრდებს შორის) რომელიც 29-30 მარტს, ამბროლაურში გაიმართება.
,,ქვეყანაში შექმნილი ეპიდ-ვითარებიდან გამომდინარე, გთხოვთ უზრუნველყოთ თქვენს მიერ ღონისძიებაზე მოვლინებული გუნდის ყველა წევრის პ.ს.რ ტესტირება. ტესტირება ჩატარებული უნდა იყოს ღონისძიების დაწყებამდე 48 საათის განმავლობაში და ტესტირების შედეგი უნდა წარმოადგინოთ კენჭისყრის ადგილზე, წინააღმდეგ შემთხვევაში სპორტსმენები და მწვრთნელები ღონისძიებაზე არ დაიშვებიან. საშვებთან დაკავშირებით შეჯიბრებამდე 5 დღით ადრე ყველა გუნდმა მოგვწეროს მონაცემები (სახ-გვარი, პირადი ნომ, დაბ. თარიღი, ტელ. ნომერი, მანქანის ნომერი).” – საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია ამის შესახებ წერს სოციალურ ქსელში და დებულებასაც აქვეყნებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.