• კვი. აპრ 11th, 2021

,,ვიმედოვნებთ რომ ყველა წონით კატეგორიაში მოვიპოვებთ ლიცენზიას…” – გეგა გეგეშიძე

21 -22 მარტს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დასრულდა საქართველოს პირველობა თავისუფალ მოჭიდავეთა შორის 23 წლამდე ასაკის მოჭიდავეთა შორის. 10 წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ გამარჯვებულები. საკმაოდ საინტერესო და სანახობრივი გამოვიდა ეს ტურნირი და ფინალური დაპირისპირებები. საქართველოს პირველობის შედეგებით შედგება ნაკრების შემადგენლობა რომელიც მონაწილეობას მიიღებს ჩრდილოეთ მაკედონიაში გასამართ 23 წლამდე (ევროპის) ჩემპიონატზე 17-დან 23 მაისის ჩათვლით.

– მივულოცავ ყველას და ვიმედოვნებთ რომ ყველა წონით კატეგორიაში მოვიპოვებთ ლიცენზიას და სრული გუნდით წარვსდგებით ოლიმპიურ თამაშებზე. – გეგა გეგეშიძე, ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია.

წყარო – პირველი არხი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.