• შაბ. აპრ 17th, 2021

დღეს მსოფლიოს არაერთგზის ჩემპიონის ლევან თედიაშვილის დაბადების დღეა!

 

ქართველი სახელოვანი სპორტსმენი (ჭიდაობა, თავისუფალი სტილი) ლევან თედიაშვილი  დაიბადა – 15 მარტს, 1948 წელს საგარეჯოში.

გთავაზობთ მოკლე ისტორიას ლევან თედიაშვილის სპორტული მიღწევების შესახებ.

სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი (1971). ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის, სოკის, ფილას, ღირსების ორდენების კავალერი. 1973 წელს დასახელებული იყო საბჭოთა კავშირის საუკეთესო სპორტსმენად.

ოლიმპიური თამაშების 2-გზის ჩემპიონი (19721976) ჭიდაობაში, მსოფლიოს 4-გზის (1971197319741975) და ევროპის 3-გზის ჩემპიონი (197419761978). მსოფლიო თასის მფლობელი (1973). ასევე მსოფლიო ჩემპიონი სამბოში (1973).

საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენი (197119731974).

1987 წელს გამოვიდა რეჟისორ გიორგი შენგელაიას ფილმი „ხარება და გოგია“, რომელშიც მთავარ როლებს ლევან თედიაშვილი და ველოსიპედისტი ომარ ფხაკაძე ასრულებდნენ.

საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ 1999 წელს ორგანიზებულ გამოკითხვაში XX საუკუნის მესამე საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა (მძლეოსან ვიქტორ სანეევის და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე გივი კარტოზიას შემდეგ) და ბრინჯაოს პრიზი გადაეცა.

ლევან თედიაშვილი ერთადერთი მოჭიდავეა, რომელმაც ჩემპიონის ტიტული სამ სხვადასხვა წონით კატეგორიაში მოიპოვა: 82 და 90კგ წონებში ოლიმპიადა და მსოფლიო პირველობები მოიგო, 100კგ წონით კატეგორიაში კი ევროპის ჩემპიონის ტიტული.

1993–1995 წლებში იყო სახელმწიფოს მეთაურის რწმუნებული კახეთის რეგიონში.

1993 წლის 22 სექტემბერს, აფხაზეთის ომის დროს, ბაბუშერას აეროპორტში აფეთქებულ თვითმფრინავს შეეწირა ლევან თედიაშვილის 19 წლის ვაჟი ვახტანგი. საქართველოს პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის ბრძანებით, ვახტანგ თედიაშვილი 1998 წელს ვახტანგ გორგასლის სახელობის III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.

19951999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი (საგარეჯოს მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“ . 1999 –2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი “. 2003 წელს ლევან თედიაშვილის თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა

2005 წლიდან ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის (FILA) დიდების დარბაზის წევრია. 2011 წელს, სერიაში „ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები“ (პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი ელგუჯა ბერიშვილი) გამოიცა ნუგზარ შატაიძის წიგნი „ლევან თედიაშვილი“.

გამოყენებული მასალა – ვიკიპედია

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.