• სექტემბერი 16, 2021 10:35 pm

სპორტული სიახლე რაჭიდან – ,,ბიჭები აუცილებლად გვასახელებენ”.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ჭიდაობის კლუბი ,,ფალავანი” აქტიურად ემზადება მომავალი შეჯიბრებებისთვის. -დავიწყეთ შეჯიბრებები. 10-12 მარტს პირველი გასვლითი შეჯიბრია გურჯაანში. საქართველოს პირველობა უმცროს ჭაბუკებს შორის. 18-20 მარტს თბილისში საქართველოს პირველობა 23 წლამდე ახალგაზრდებს შორის. ამბროლაურში 28-29 მარტს საქართველოს პირველობა ახალგაზრდებს შორის. 10-12 აპრილს ხაშურში საქართველოს პირველობა ჭაბუკებს შორის. ყველგან გვყავს მოჭიდავეები წასაყვანი. ბიჭები აუცილებლად გვასახელებენ. – გიორგი მაღლაკელიძე. კლუბი ,,ფალავანის” ფინანსური მენეჯერი.როგორც ვხედავთ განწყობა არის ოპტიმისტური. marca.ge წარმატებებს უსურვებს ახალგაზრდა სპორტსმენებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.