• სამ. აპრ 13th, 2021

ფიზიკური ნაკლი

მართალია ზოგს ფიზიკური ნაკლი აქვს, მაგრამ თქვენ გგონიათ,რომ ამის გამო ისინი წარმატებას ვეღარ მიაღწევენ ცხოვრებაში? ცდებით, აქ ნახავთ ადამიანებს, რომლებსაც არ აქვთ ფეხი ან ფეხები, მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც შეუდარებელნი არიან.

 

ანტონი რობლესი, დაიბადა 1988 წლის 20 ივლისს, სამწუხაროდ მხოლოდ ცალი ფეხი ჰქონდა დაბადებისას. ბავშვი ხელოვნური ფეხის ტარებაზე უარს ამბობდა, ამიტომაც იძულებულნი გახდნენ 3 წლის ასაკში უკვე მოეხსნათ მისთვის პროთეზი. ყველანაირად ცდილობდა სხეული გაეძლიერებინა ათასგვარი ვარჯიშებით და ფეხის არქონა აღარ ყოფილიყო იმდენად შემაწუხებელი.

ვერასდროს წარმოვიდგენდი,თუ ცალფეხა ადამიანსაც ასე კარგად შეეძლო ჭიდაობა, მაგრამ როგორც ჩანს ნიჭი და მონდომება თავისას შვება. ანტონი ხშირად უყურებდა ბიძაშვილებს, რომლებიც ამ სპორტით იყვნენ დაკავებულნი, შემდეგ თვითონაც სცადა, ამ დროს იგი მერვე კლასში იყო. თავიდანვე წარმატებით დაიწყო კარიერა, არიზონას შტატის ჩემპიონატშიც მიიღო მონაწილეობა და გაიმარჯვა.
დღესდღეობით კი არიზონას ერთ-ერთი წარმატებული მოჭიდავეა, მან საერთაშორისო გამარჯვებაც ჰპოვა..

თვითონ კი აი ამას ამბობს: ,,მე საშინელი მოჭიდავე ვიყავი, წონაში მხოლოდ და მხოლოდ 90 ფუნტი. დედამ კი მითხრა, რომ ღმერთმა მე რაღაც მიზნისთვის გამაჩინა, ჩემი აზრით ეს მიზანი ჭიდაობა იყო, მე ამისთვის შემქმნეს. მიყვარს ჭიდაობა და სწორედ ამიტომაც ვჭიდაობ. აღფრთოვანებაში მოვდივარ,როცა ბავშვები ან მოზრდილებიც ფეისბუქზე მწერენ,რომ ჩემით შთაგონებულნი და ჩემს შემხედვარე მზად არიან გააკეთონ ყველაფერი, რაც ხალხს შეუძლებელიც კი ჰგონია.

უყურეთ როგორ ჭიდაობს ანტონი საერთაშორისო ჩემპიონატზე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.