• სექტემბერი 19, 2021 4:37 pm

16 წლის მოჭადრაკე დიანა ლომაია მსოფლიო თასის ფინალშია

დიანა ლომაია მსოფლიო თასის ფინალშია!

 

6-10 აგვისტოს გაიმართა რაპიდში ფიდეს ონლაინ თასის საკვალიფიკაციო ეტაპი 16 წლამდე გოგონათა შორის. წარმატებით იასპარეზა და ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა დიანა ლომაიამ. მან 10 შესაძლებლობიდან 7,5 ქულით VI ადგილი დაიკავა. მსოფლიო თასის ფინალური ეტაპი 26-30 აგვისტოს გაიმართება.

 

მსოფლიო თასი იმართება 10, 12, 14, 16 და 18 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ტურნირში მონაწილეობს 100-ზე მეტი ქვეყნის 1600-მდე მოჭადრაკე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.