• ნოემბერი 29, 2021 11:37 am

ლევან ფანცულაია საქართველოს ჩემპიონი გახდა

ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონატი ტურნირის ორგზის ჩემპიონის, ლევან ფანცულაიას დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა.

ფანცულაიამ ბრწყინვალედ იასპარეზა და უძლიერესის ტიტული
ერთი ტურით ადრე გაინაღდა.

ლევან ფანცულაია საქართველოს ჩემპიონი კარიწრაში
მესამედ გახდა.

საქართველოს ვაჟთა, საიუბილეო მე-80 ჩემპიონატი 10 მოჭადრაკეს შორის წრიული სისტემით 9 ტურად გაიმართა .

საქართველოს პირველობის საპრიზო ფონდი 25 000 ლარს შეადგენდა.

ჩემპიონატის გამარჯვებულმა 8 000 ლარი მიიღო.
სულ საპრიზო ფონდი 8 მონაწილეზე განაწილდა.

ცუდი სტარტის შემდეგ, ზედიზედ სამი პარტია მოიგო საქართველოს 2019 წლის ჩემპიონმა გიგა ყუფარაძემ და ვერცხლის მედალი დაისაკუთრა.

ზედიზედ 7 ყაიმის შემდეგ, გადამწყვეტი 2 პარტია მოიგო და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა 2020 წლის ჩემპიონმა, ლუკა პაიჭაძემ.

გარდა ფულადი პრიზებისა, I-VIII ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდნენ მსოფლიო თასის ფარგლებში დაგეგმილი ევროპის კონტინენტალური ჰიბრიდული ტურნირის ლიცენზიით.

ესეც საქართველოს ჩემოიონატის საბოლოო შედეგები:

I ადგილი – ლევან ფანცულაია (2553) – 6,5 ქულა (სარეიტინგო ცვლილება +10,5);

II ადგილი – გიგა ყუფარაძე (2463) – 5,5 ქულა (+12,6);

III ადგილი – ლუკა პაიჭაძე(2565) – 5,5 ქულა (-1,1);

IV ადგილი – ნიკოლოზ პეტრიაშვილი (2425) – 5 ქულა (+7,7),

V ადგილი – ნიკოლოზ კაჭარავა (2443) – 5 ქულა (+10,3);

VI ადგილი – კონსტატინე შანავა(2504) – 5 ქულა (-2,0);

VII ადგილი- მერაბ გაგუნაშვილი (2584) – 5 ქულა (-8,5);

VIII ადგილი – ნოდარ ლორთქიფანიძე (2416) – 3,5 ქულა (-1,0);

IX ადგილი – მერი არაბიძე (2437) – 3,5 ქულა (-3,8);

X ადგილი – შოთა აზალაძე (2439) – 0,5 ქულა (-24,7);

წყარო: საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.