• სექტემბერი 16, 2021 9:59 pm

კასპაროვმა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული 1985 წელს მოიპოვა, როდესაც პრეტენდენტის რანგში მოქმედი ჩემპიონი ანატოლი კარპოვი დაამარცხა.

ლეგენდარული რუსი მოჭადრაკე გარი კასპაროვი დაიბადა 13 აპრილს 1963 წელს ბაქოში.

გვარი დაბადებისას ვაინშტეინი ყოფილა.

საბჭოთა და რუსი მოჭადრაკე, მსოფლიოს მე-13 ჩემპიონი ჭადრაკში, საჭადრაკო ლიტერატორი და პოლიტიკოსი, ხშირად აღიარებული იყო, როგორც ყველა დროის საუკეთესო მოჭადრაკე.

გარდა მსოფლიო ჩემპიონობისა, კასპაროვი იყო საერთაშორისო დიდოსტატი (1980), სსრკ-ის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1985), სსრკ-ის და რუსეთის ჩემპიონი (198119882004); საჭადრაკო ოლიმპიადების რვაგზის გამარჯვებული, ოთხჯერ სსრკ-ის და ოთხჯერ რუსეთის ნაკრების შემადგენლობაში. კასპაროვს თერთმეტჯერ მიენიჭა საჭადრაკო „ოსკარი“ (პრიზი წლის საუკეთესო მოჭადრაკეს). 19852006 წლებში, მცირე შესვენებებით, პირველ ადგილს იკავებდა ფიდეს რეიტინგში. 1994 წელს, 1993 წელს მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, კასპაროვი გარიცხეს ფიდეს რეიტინგიდან,ხოლო 1996 წლის იანვარში მას და ვლადიმერ კრამნიკს ერთნაირი რეიტინგი ჰქონდათ. 1999 წელს კასპაროვმა რეიტინგის რეკორდულ მაჩვენებელს, 2851 ქულას მიაღწია. მისი რეკორდი 13 წლის შემდეგ, მოქმედმა ჩემპიონმა, მაგნუს კარლსენმა მოხსნა.

კასპაროვმა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული 1985 წელს მოიპოვა, როდესაც პრეტენდენტის რანგში მოქმედი ჩემპიონი ანატოლი კარპოვი დაამარცხა. „ორი К-ს” დაპირისპირების ფარგლებში, კასპაროვმა და კარპოვმა მსოფლიო ჩემპიონობისთვის ხუთი მატჩი ითამაშეს. 1993 წელს კასპაროვი და პრეტენდენტი ნაიჯელ შორტი ფიდედან გამოვიდნენ და მატჩი ახალი ორგანიზაციის, პროფესიონალური საჭადრაკო ასოციაციის (პფა) ეგიდის ქვეშ ჩაატარეს. საპასუხოდ, ფიდემ კასპაროვს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ჩამოართვა. 2006 წლამდე, არსებობდა მსოფლიოს ორი ჩემპიონი: ერთი ფიდეს, ხოლო მეორე პფა-ს ვერსიით. 2000 წელს კასპაროვმა დათმო ჩემპიონის ტიტული ვლადიმერ კრამნიკთან მატჩში.


2005
 წელს დაასრულა საჭადრაკო კარიერა პოლიტიკური საქმიანობის დაწყების გამო. იყო სხვადასხვა ოპოზიციური მოძრაობების მონაწილე. იკავებდა „გაერთიანებული სამოქალაქო ფრონტის“ თავმჯდომარის თანამდებობას, იყო „სრულიად რუსეთის სამოქალაქო კონგრესის“ ერთ-ერთი თავმჯდომარე, „რუსეთის ფედერაციის ეროვნული ასამბლეის“ დეპუტატი. 2008 წელს გახდა „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა სოლიდარობის“ ფედერალური ბიუროს ერთ-ერთი წევრი და დამფუძნებელი, თუმცა, 2013 წელს დატოვა მისი რიგები. 2012 წლის ოქტომბერში კასპაროვი აირჩიეს რუსული ოპოზიციის „საკოორდინაციო საბჭოში“. 2013 წელს განაცხადა, რომ ტოვებდა რუსეთს და გააგრძელებდა პუტინის რეჟიმთან ბრძოლას საერთაშორისო არენაზე. 2011 წლიდან კასპაროვი აგრეთვე იკავებს „ადამიანის უფლებათა ფონდის“ საერთაშორისო საბჭოს თავმჯდომარის პოსტს. 2014 წელს მონაწილეობდა ფიდეს პრეზიდენტის არჩევნებში, თუმცა დამარცხდა მოქმედ კირსან ილუმჟინოვთან.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.