• სამ. აპრ 13th, 2021

ინტერვიუ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონ და მსოფლიო პრიზიორ დავით ბენიძესთან – ,,დიდი ინტერესი მქონდა პირველ რიგში მამისთვის მომეგო.”

 

marca.ge ესაუბრა  დავით ბენიძეს – საერთაშორისო დიდოსტატს ჭადრაკში, რომელიც ასევე გახლავთ ევროპის ჩემპიონი ასაკობრივ ჯგუფში, არის მრავალგზის პრიზიორი მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებში. ვერცხლის და ბრინჯაოს მედლის მფლობელი ახალგაზრდულ უნივერსაიდზე, მრავალგზის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული.

-პირველ რიგში მადლობა რომ დაგვთანხმდით ინტერვიუზე. დავით თქვენ ბავშვობიდან ხართ წარმატებული მოჭადრაკე, მოგვიყევით თუ საიდან დაიწყო ჭადრაკისადმი ინტერესი.

-რაც შეეხება ჭადრაკის მიმართ ჩემს ინტერსს, ის პირველად საბავშვო ბაღში გამიჩნდა. ჩვენს მასწავლებელს, ქალბატონ მარინა გოჩალეიშვილს ძალიან უყვარდა ჭადრაკი და ცდილობდა ბავშვებისთვისაც ესწავლებინა. სახლში დაბრუნებული მამაჩემს სულ ვეთამაშებოდი, თუმცა უშედეგოდ. ყოველი თამაში მარცხით მთავრდებოდა. დიდი ინტერესი მქონდა პირველ რიგში მამისთვის მომეგო. რის გამოც ახლო-მახლო საჭდრაკო კლუბში  ვთხოვე შევეყვანე. ჩემი მწვრთნელი ქალბატონი ხათუნა გუბელაძე იყო.

-რა არის ჭადრაკი პირადად თქვენთვის?

-ჩემთვის ჭადრაკი არა მარტო სპორტი, არამედ ყველაზე საყვარელი პროფესიაა, რომელიც დღითიდღე მძენს სიახლეს და უდიდეს ინტერესს.

-რომელია თქვენი საყვარელი ფიგურა ჭადრაკში?

-ჩემი საყვარელი ფიგურა მხედარია.

-რაში ეხმარება ჭადრაკი ადამიანს?

-გონებრივ განვითარებაში, ლოგიკურ აზროვნებაში, სწრაფად გადაწყვეტილების მიღებაში. უამრავი დადებითი მხარე აქვს. ყველა მშობელს ვურჩევდი შვილებს ჭადრაკის თამაში ასწავლონ.

-საინტერესოა თქვენი კარიერული სვლა ჭადრაკში თუ როგორ განვითარდა, რა ეტაპები განვლეთ.

-მსოფლიოს უნივერსიადა სტუდენტებს შორის – ციურიხი, შვეიცარია. საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენები უამრავი უცხო ქვეყნიდან. უძლიერესი შემადგენლობა. -მესამე ადგილი.

ევროპის ჩემპიონატი 14 წლამდე – პირველი ადგილი,შემდეგ წელს მეორე ადგილი. 18 წლამდე ევროპის ჩემპიონატი მესამე ადგილი. წარუმატებელი ბოლო ტურის გამო ვერ შევძელი მოწინააღმდეგის დამარცხება რამაც ჩემპიონობა დამაკარგინა.

-რა სამომავლო გეგმები გაქვთ ჭადრაკის მიმართულებით? თუ გეგმავთ ახლო მომავალში ჩემპიონატებში მონაწილეობის მიღებას?

-გერმანიაში მაქვს რამდენიმე ევროპული ტურნე თუ რა თქმა უნდა პანდემია ხელს არ შემიშლის.

-დავით, რას ურჩევდით დამწყებ მოჭადრაკეებს?

-არ არის აუცილებელი ყველა მოჭადრაკემ ჩემპიონობა და მედლები მოიპოვოს, მაგრამ ჭადრაკის ცოდნა აუცილებელად დაეხმარება ნებისმიერ პროფესიაში განვითარდეს. ჭადრაკი აზროვნების უნარს, გონებას ხსნის. ხოლო ყველა დამწყებს თუ სურს პროფესიონალი მოჭადრაკე გახდეს ვეტყვი რომ ამისათვის დიდი შრომაა საჭირო.

-მადლობა, გისურვებთ წარმატებებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.